Sunday, December 21, 2025

დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლას ეროვნული ბანკის წარმომადგენლები სტუმრიობდნენ. სტუმრებმა მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჩაუტარეს ,ისაუბრეს ფინანსურ განათლებაზე, დაზოგვაზე და ეროვნული ბანკის მუშაობაზე, და რაც მთავარია – სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს უამრავი სასწავლო რესურსი: 📚 წიგნები 🧩 ფაზლები და კროსვორდები 🎲 საგანმანათლებლო თამაშები 📄 ბროშურები დიდი მადლობა ფინედუს გუნდს სტუმრობისთვის,ინფორმაციული და შემოქმედებითი მასალისალების გაზიარებისთვის

Tuesday, December 16, 2025

ფინანსური განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების პიროვნულ და სამოქალაქო განვითარებაში. იგი ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბებას, ფინანსური რესურსების გონივრულ მართვასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ფინანსური განათლების მეშვეობით მოსწავლეები იძენენ უნარებს, რომლებიც აუცილებელია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. ფინანსურად განათლებული ადამიანი უკეთ ახერხებს პირადი და საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვას, რისკების შეფასებასა და ეკონომიკურ გარემოში ადაპტირებას.

დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლას ეროვნული ბ...